ჩუგოშვილი: სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით ბევრი რამ არის შესაცვლელი

“სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით  ბევრი რამ არის შესაცვლელი და გასაკეთებელი”,- ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობის” ანგარიშს.

ჩუგოშვილის თქმით, ანგარიშზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა განმარტავს, რომ სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა გრძლედება.

“ანგარიში ჯერ არ მინახავს, თუმცა სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით, რომ ბევრ რამ არის შესაცვლელი და გასაკეთებელი, ამას დიდი დავა არ სჭირდება. ბევრი საკითხი, რომელიც ჩამოთვლილია არის მათ შორის ჩვენს დღის წესრიგში, სამუშაო ჯგუფი მუშაობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ის საკითხები, რომლებიც საბჭოს კომპეტენციას შეეხება, მაგალითად არის ერთ-ერთი საკითხი მოსამართლეების დანიშვნის თემატიკა, საბჭოს თემატიკა, დისციპლინურები და მათ შორის საბჭოს როლი ამ კუთხით და ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე გარკვეული ინიციატივები დადგება დღის წესრიგში, რომელმაც გარკვეულწილად მაინც უნდა უპასუხოს იმ პრობლემებს.

მე შემიძლია გიპასუხოთ პარლამენტის მანდატიდან გამომდინარე, იმაზე თუ კანონმდებლობის კუთხით რა არის შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი, მე არ ვიცი და ვერ გეტყვით რაზეა საუბარი ანგარიშში, მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენი როლი არის ის, რომ კანონმდებლობა გვმართოთ და ამის ალტერნატივა არ არსებობს”-განაცხადა ჩუგოშვილმა.

Comments
Loading...