ჩუგოშვილი: 40-ზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატია და ერთი უნდა ავარჩიოთ

“40-ზე მეტი ადამიანი არის ამ სიაში. ყველას ალბათ არ განვიხილავთ დარწმუნებული ვარ მაგრამ ამ წარმოდგენილ კანდიდატთაგან უნდა ავარჩიოთ ერთი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟუნრალისტებთან განაცხადა
“აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ უნდა ყოლოდა “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატი თუ მხარი უნდა დაეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ამასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო მსჯელობა. რაც შეეხება კანდიდატების სიას, როგორც გავიგე საკმაოდ დიდია, 40-ზე მეტი ადამიანი არის ამ სიაში. ყველას ალბათ არ განვიხილავთ დარწმუნებული ვარ მაგრამ ამ წარმოდგენილ კანდიდატთაგან უნდა ავარჩიოთ ერთი.ეს არის მოცემულობა. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავის კანდიდატს არ ასახელებს, დანარჩენზე მოგვიანებით გვექნება საუბარი.

არ მგონია, რომ არავის არ დავუჭიროთ მხარი. ეს ძალიან დამაბნეველი იქნება საზოგადოებისთვის თუ ქართული ოცნება საერთოდ გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს. მე ვფიქრობ, რომ მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოზიცია, როგორც მინიმუმ უნდა გამოხატოს ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე არჩევნებთან დაკავშირებით,“-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

Comments
Loading...