ჩუმლაყში მცხოვრებ 25 წლის ანზორ სეფიაშვილს მე-7 დღეა ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ 25 წლის ანზორ სეფიაშვილს მეშვიდე დღეა ეძებენ.

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 19 ივლისს პენსიის ასაღებად გურჯაანში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, ბოლოს ის სოფელ ჭანდარში ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

 

Comments
Loading...