ჩხოროწყუში უცნობმა პირებმა იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ბანკომატი ააფეთქეს

ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეში უცნობმა პირებმა იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ბანკომატი ააფეთქეს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა მინები.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

Comments
Loading...