რუსეთის ცენტრალურ ბანკში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ცენტრალური ბანკის შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ზე ვრცელდება.

ცენტრალური ბანკის შენობა მოსკოვში მდებარეობს. გავრცელებული ცნობით, ხანძარი მეხუთე სართულზე გაჩნდა. ცნობილია, რომ ხანძარს საშიშროების მეორე დონე მიანიჭეს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

imedinews.ge

Comments
Loading...