ცენტრალურ სადგურზე დანით შეირაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

ამსტერდამის ცენტრალური სადგურიდან ადამიანების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც ცივი იარაღით გამვლელებს თავს დაესხა. ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf წერს.

ამ დროისთვის სამი პირია დაჭრილი, რომელთაგან ერთი თავდამსხმელია. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. AT5-ის თანახმად, ინციდენტი სადგურის გვირაბში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მომხდარი ჩხუბს უკავშირდება.
პოლიციამ თავდამსხმელის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, ის დაიჭრა.
ინციდენტის მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. პოლიციის განცხადებით, ისინი თავდასხმის შესახებ „სხვადასხვა სცენარებს განიხილავენ”.

 

Comments
Loading...