ცერცვაძე: არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც პაციენტს 1 დღეში მთლიანი გამოკვლევა უტარდება, ჩვენთან შეფერხებაც კი არ ყოფილა

ცერცვაძე: არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც პაციენტს 1 დღეში მთლიანი გამოკვლევა უტარდება, ჩვენთან შეფერხებაც კი არ ყოფილა

„ბოლო პერიოდში და არა მარტო ბოლო პერიოდში, სულ ისმოდა კითხვა როგორც ჟურნალისტებისგან, ისე ოპონენტებისგან, ისე პოლიტიკურად ანგაჟირებული და არაანგაჟირებული პირებისგან, ყველასგან, არაკეთილმოსურნეებისგან და კეთილმოსურნეებისგან, გასაგებია, რასაც აკეთებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური და ზოგადად მთავრობა, შსს და სხვა, ისმებოდა კითხვა, რომელიც რჩებოდა მეორე პლანზე, რამდენად არის მზად ავადმყოფების რიცხვის მატების შემთხვევაში და მითუმეტეს დრამატული მატების შემთხვევაში ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი. არსებობს თუ არა ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა, მზადყოფნის გეგმა და ამ გეგმის ეტაპები -გეგმა ა, გეგმა ბ, გეგმა ც და საკმარისი იქნება თუ არა ეს იმ მოთხოვნის დასაკამყოფილებლად, რაც შესაძლოა საქართველოში ახლო მომავალში წარმოიშვას ავადმყოფების ზრდის თვალსაზრისით. არც ერთი შეფერხება ჯერ რომელიმე პაციენტის, საეჭვო პაციენტის, შესაძლო პაციენტის გამოკვლევაზე, დიაგნოსტიკაზე არ ყოფილა.

დამიჯერეთ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა( მათ შორი ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, სხვათაშორის ყველაზე დიდი ბიუროკრატიაა ამერიკაში) სადაც შესაძლო შემთხვევის პაციენტს, საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უკეთდებოდა ყველაფერი და უზრუნველყოფილი იყოს ყველაფრით.

არც ერთი შემთხვევითი შეფერხებაც კი არ ყოფილა. ერთ დღეში პაციენტს უტარდებოდა სრული გამოკვლევა, ლუგარის ცენტრში ვირუსზე ტესტირების ჩათვლით. 24 საათიც არ ყოვნდებოდა პაციენტი. 24 საათი თუ არის მინიმუმი, 18 საათში პაციენტი მთლიანად გამოკვლეული იყო, პასუხი ცნობილი იყო” – განაცხადა თენგიზ ცეცვარძემ.

Comments
Loading...