ციხელაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აფხაზეთში მოსახლეობის უსაფრთხოებას რისკები არ შეექმნას

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოფიციალური თბილისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი და მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Comments
Loading...