ცნობილი ახალგაზრდა მომღერალი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

34 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი,  აარონ კარტერი გარდაიცვალა,- ამის შესახებ TMZ-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კარტერის ცხედარი კალიფორნიის შტატში, მისი სახლის აბაზანაში აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისთვის,აარონ კარტერმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როდესაც ის სულ რაღაც 9 წლის იყო. ამასთან, ის ცნობილი ჯგუფის, Backstreet Boys-ის ერთ-ერთი წევრის, ნიკ კარტერის ძმაა.

Comments
Loading...