ცნობილი მექალთანე, მაურიციო მანფანტი სექსის დროს გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი მექალთანე, რივიერას ბუღების მეფედ წოდებული, ქალაქ რიმინში მცხოვრები 63 წლის მაურიციო მანფანტი, იგივე რომეო რიმინელი, იგივე “ზანზა”, 23 წლის რუმინელთან სექსის დროს გარდაიცვალა.

რუმინელის თქმით, სამშაბათს ის რომეომ მანქანით თავის მამულისკენ წაიყვანა და იქ მანქანის უკანა სავარძელზე სექსით დაკავდნენ. შემდეგ, როდესაც მან ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო, რომეო ცუდად გახდა და ქალმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა მათ რომეოს გადარჩენა ვერ შეძლეს.

მისი გარდაცვალების შესახებ რამდენიმე საათში შეიტყო მთელმა იტალიამ, შემდეგ კი გერმანიამ, სადაც ის წლების განმავლობაში არ ჩამოდიოდა პრესის ფურცლებიდან, შვედეთმა, სადაც ის იმდენად ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთ ქალაქში მისი ცვილის ფიგურაც კი დადგეს და მთელმა ევროპამაც.

იტალიის ზღვისპირა კურორტ რიმინში რომეოს სასიყვარულო თავგადასვლები 70-იან წლებში დაიწყო. მაშინ 17 წლის რომეო ღამის კლუბში პრომოუტერად (პრომოუტერი – დამხმარე, მუშაობაში ხელის შემწყობი) დაიწყო მუშაობა და ქუჩიდან ტურისტებს დროის გასატარებლად კლუბში ეპატიჟებოდა.

რომეო ამბობდა, მას რიმინში დასასვენებლად მყოფ 6000-ზე მეტ ქალთან ჰქონდა სექსი და წარმატებული ზაფხულის სეზონის დროს დაახლოებით 200 ქალს ემსახურებოდა. მისი სიტყვებით, ზაფხულის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი იყო 207 ტურისტი.

“მე ვფიქრობ, რომ რიმინში ტურიზმის წინ წაწევისთვის მეტი გავაკეთე, ვიდრე ასმა ტურისტულმა სააგენტომ” – განაცხადა რომეომ ერთ-ერთ ინტერვიუში 2016 წელს.

იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ რომეოს სურვილი იყო ცხოვრებას სწორედ ასე დამშვიდობებოდა – ქალთან ერთად მყოფი და სექსით დაკავებული.

მომზადებულია პორტალის ilrestodelcarlino.it მიხედვით

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

ipress.ge

Comments
Loading...