ინდოეთში ცნობილი პროფესორი პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა

ინდოეთში, ცნობილი პროფესორი რიტა ჯიტენდრა იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც დილის ეთერში ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ცნობილი პროფესორი სტუდიიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში პროფესორის გარდაცვალებას ადასტურებენ.

მედიკოსების განმარტებით, რიტა ჯიტენდრას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

გამოცემის წყაროების ცნობით, ინტერვიუს ჩატარებამდე, მან თავის მძღოლს უთხრა, რომ სამსახურში სიკვდილი ყოველთვის სურდა.

Comments
Loading...