ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, ბადრი ესებუა დააკავეს
ორწლიანი ძებნის შემდეგ, “საქართველოს ბანკზე” თავმდამსხმელი, ბადრი ესებუა , ცოტა ხნის წინ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით,
ბადრი ესებუა ზუგდიდში, გამთენიისას დააკავეს, როცა იგი აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.
შეგახსნებთ, ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა ,მან ათობით მძევალი აიყვანა. ესებუა ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა. ოფიციალური ინფორმაციით, ესებუამ მაშინ ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.