ცოტა ხნის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 10:43 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერე 3.1 (ML) მაგნიტუდს შეადგენდა.