ცრუ განგაში რუსთავში – ავტომობილის მოპარვის ფაქტზე გამოძახებულ პატრულს მანქანა ავტოფარეხში დახვდა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მამაკაცმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულ პოლიციას 30 წლამდე პირმა განუცხადა რომ მის კუთვნილებაში მყოფი “ტოიოტას” მარკის მანქანა მოიპარეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა დეტალების დაზუსტება დაიწყეს და გამოკითხეს მამაკაცი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დასახელებული მანქანა მისივე კუთვნილებაში მყოფ ავტოფარეხში იყო გაჩერებული და ის არავის მოუპარავს.

ადგილობრივები “ინფო რუსთავთან” აცხადებენ რომ მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ეზოში გამოვიდა და მანქანა რომ ვერ დაინახა ეგონა მოპარეს, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა.

inforustavi

Comments
Loading...