“ცხედარს აკლდა ჯვარი და მოპარულია საფულეც”- უმძიმესი ავარიის დეტალები,რომელსაც ცნობილი რეპერი ემსხვერპლა

ცნობილი რეპერის, პიტერ ანასტასოპულოს გარდაცვალებამ ყველა მისი თაყვანისმცემელი და მეგობარი შეძრა, რომ აღარაფერი ითქვას მის ოჯახზე.

მომღერალი უკვე დაკრძალეს და ამ პროცესს ზღვა ხალხი დაესწრო, მათ შორის ელენი ფურეირა, თამთა, პარის კასიდოკოსტა და სხვა ცნობილი ადამიანები.

ანასტასოპულოს ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილის ცხედარს აკლდა ჯვარი, რომლის ღირებულებაც 10.000 ევროა და ასევე მოპარულია მისი მობილური ტელეფონი. ნაპოვნი იქნა მომღერლის საფულე, სადაც იდო 8.000 ევრომდე თანხა.

“დიდი მადლობა საბერძნეთის მთელ ახალგაზრდობას. არ მოველოდი ამდენ ხალხს მის დაკრძალვაზე. ძალიან ადრე წავიდა ამქვეყნიდან ჩემი შვილიშვილი. ბოლოს სოფელში ვნახე ივლისში, მანქანაში ჩამსვა და გამასეირნა. იმავე მანქანაში, რომლითაც დაიღუპა. მეუბნებოდა, როგორ ვუყვარდი…

როცა ავარია მოხდა, სოფელში ვიყავი. მისმა დედამ, ჩემმა რძალმა დაგვირეკა, ტიროდა, შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და გავიგე, რაც მოხდა.

როგორ მოკვდა ჩემი შვილიშვილი?! გზაზე წყალი არ არსებობდა. ის კარგი მძღოლი იყო, კვიპროსში დაკავებული იყო შეჯიბრებით,” ამბობს მამაკაცი.

წყარო:georgian.gr

 

Comments
Loading...