ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება! – მერია და შსს ერთად იმოქმედებენ

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მერიაში გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, მინდა მადლობა გადავუხადო შსს , იმირომ რომ ეს საკანონდებლო ცლილება მნიშვნელოვანი, რომ თავი დავიზღვიოყ ასეთო შემთხვევებიდან და კანონი იქნეს გკაცრებული. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით 1 წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. მივმართავ პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს, და მგონია , რომ რეგულაციებით იქნება შესაძლებელი პირველ რიგში ცხოველების გადარჩენა და მეორეც – ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება.-“ განაცხადა კალაძემ

Comments
Loading...