“ძალიან მიშველა და ამიტომაც გადავწყვიტე, პროცედურა რამდენჯერმე გამემეორებინა”-მამაკაცს, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მე-12 დოზის გაკეთება სურდა, გაასამართლებენ

ინდოელ მამაკაცს, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მე-12 დოზის გაკეთება სურდა, გაასამართლებენ – ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

ინდოეთის 84 წლის მოქალაქე, რომელმაც სხვადასხვა პირადობის მოწმობებისა და სატელეფონო ნომრების მეშვეობით  კორონავირუსის საწინააღმდეგო მე-11 ვაქცინა გაიკეთა, დააკავეს. მას კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის მე-12 დოზის გაკეთება სურდა.

ბრამადეო მანდალმა ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი საბუთები და სატელეფონო ნომრები გამოიყენა, რისი მეშვეობითაც სახელმწიფო მონიტორინგის სისტემას თავი დააღწია.

ფოსტის ყოფილმა თანამშრომელმა, პენსიონერმა მანდალმა განაცხადა, რომ ყოველი გაკეთებული ვაქცინის დოზის შემდეგ თავს უკეთ და უკეთ გრძნობდა.

84 წლის მამაკაცი თავს იმით იმართლებს, რომ სურდა სახელმწიფოს სერვისით უკეთ ესარგებლა.

“სახელმწიფომ მშვენიერი საქმე გააკეთა. მე ვაქცინამ ძალიან მიშველა და ამიტომაც გადავწყვიტე, პროცედურა რამდენჯერმე გამემეორებინა,” – განაცხადა 84 წლის მამაკაცმა.

ინდოელის თქმით, ვაქცინამ ის გრიპისგან და წელის გარშემო ქრონიკული ტკივილებისგან დაიცვა.

ვაქცინების მოყვარულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

“რუსთავი 2”

Comments
Loading...