“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება” – პრემიერი

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, 26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის, ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...