ძლიერი წვიმის შედეგად,თელავში ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ძლიერი წვიმის შედეგად ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

არსებული ინფორმაციით,

შემთხვვის დროს ადგილზე იმყოფებოდა 68 წლის ქალი,რომელიც ნანგრევებიდან სამაშველო სამსახურმა უსაფრთხოდ გამოიყვანა.

დაზარალებული ემა ლომიძის თქმით, რამდებიმე წელია სახლი ავარიაულია,რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერიას რამდენჯერმე მიმართა.მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბინის დასაქაირავებლად ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა შესთავაზა,რა თანხაშიც ალტერნატიული ფართის მოძიება ვერ შეძლო.

როგორც  თელავის მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ,  დაზარელებულს მერიამ ქირით გაყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მათივე ინფორმაციით, ემა ლომიძე უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში იქნება გადაყვანილი.

Comments
Loading...