ძლიერი თოვის გამო ზვავი ჩამოწვა და 15 ადამინი დაიღუპა

სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა ზვავს ტაჯიკეთში.  აღმოსავლეთ გორნობადახშანის პროვინციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის ცნობით, ზვავმა რამდენიმე შენობა გაანადგურა.

ძლიერი თოვის გამო ზვავი ჩამოწვა ქალაქ ვანჯში, დედაქალაქ დუშანბესა და ქალაქ ვარზობს შორის გზატკეცილზეც. სტიქიის შედეგად დაშავებული ადამიანები ადგილობრივ კლინიკებში არიან გადაყვანილი.
შენიშვნა : ფოტო არასახავს  მომხადრ ფაქტს.
Comments
Loading...