ძლიერი წვიმის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 15-მდე სახლი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც. უხვი ნალექის გამო დაიტბორა მეგობრობის ქუჩაზე 15-მდე საცხოვრებელი სახლი. 200-აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 6 ბრიგადა მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე. კვირიკესა და ჭახათში ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდას ცდილიბს მძიმე ტექნიკა.

მეწყერთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში 29-მდე შეტყობინება შემოვიდა, მათ ნაწილს სტიქიამ საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა. 200-აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, 6 ბრიგადა მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე. კვირიკესა და ჭახათში ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდას ცდილიბს მძიმე ტექნიკა. მეწყერთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში 29-მდე შეტყობინება შემოვიდა, მათ ნაწილს სტიქიამ საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა. ქობულეთის ცენტრში წყალდიდობამ პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელს. 20-მდე კერძო სახლის სარდაფი და ეზო დაიტბორა. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პარალეურად ზარალის დათვლა მიმდინარეობს

 

Comments
Loading...