ძლიერი ხანძარი ღამის კლუბში – დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი

კამერუნის დედაქალაქში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დედაქალაქ იუანდეს ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი ხანძარი ფოიერვერკმა გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით,ცეცხლი ჯერ შენობის ჭერს მოედო, ძლიერი აფეთქების ხმამ კლუბში მყოფებს შორის პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია.

არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი პოლიციის  ინფორმაციით, შესაძლოა, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.

ფოტო-არქივი

Comments
Loading...