ძლიერი ხანძარი ხულოში – დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი

ხულოში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში  ტარიელ ნაკაიძე ავრცელებს.

როგორც პარლამენტის წევრი წერს, ღორჯომის ხეობაში აუცილებელია, გაიხსნას სახანძრო სამსახური.

“ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ამ ღამით , დაიწვა ორი სახლი და სამი ბოსელი. ამავე სოფელში ორი წლის წინ დაიწვა 7 სახლი ერთად.

მაშინ საკითხი დადგა, რომ ღორჯომის ხეობაში აუცილებელია გაიხსნას სახანძრო სამსახური. ორი სპეც -ტექნიკა აუცილებელია მინიმუმ ემსახურებოდეს ამ ხეობას. ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად მქონდა საუბარი რაიონის ხელმძღვანელობასთან. კიდევ ერთხელ აუცილებლად მკაცრად დავსვამ ამ საკითხს შესაბამის უწყებებში. ხიხაძირის, ღორჯომის ხეობაში აუცილებელია, სახანძრო სამსახურის გაიხსნას. მინიმუმ ის ტექნიკა იყოს, რომელიც შეძლებს რაიონიდან სახანძრო მანქანების მოსვლამდე ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას. ხეობა იმდენად შორსაა მუნიციპალიტეტის ცენტრამდე, რომ ვიდრე ადგილზე მანქანა მივა ხანძარი გადადის მეზობელ სახლამდე. აი ამიტო დაიწვა გასულ წელს 7 სახლი. ახლა კი 5 შენობა ერთად”,-წერს ნაკაიძე სოციალურ ქსელში.

 

Comments
Loading...