წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომობილი  სავალი  გზის ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით  დაიწყო.

Comments
Loading...