წალენჯიხაში ქუჩიდან “ფეიბოქსი” მოიპარეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე “თიბისი ბანკის” სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს მოხდა.

ქურდობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე უწყება სხვა, დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

Comments
Loading...