“წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა” -ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ჟურნალისტები ტოვებენ

13 წლიანი მუშაობის შემდეგ, ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ “ფეიბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

“გავანთავისუფლე ჩემი ‘სწენკა’ ნიუსრუმში.

13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტიკება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა რუსთავი 2-ს გამოცდილებისათვის. 
პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები.

ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ…”,-წერს ცხომელიძე.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიას კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი დატოვებს.

Comments
Loading...