წეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა – წინასწარი ინფორმაციით, 13 ადამიანი დაშავდა

წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.

დაშავებულები ამ დროისთვის  მცხეთის კლინიკებში  არიან გადაიყვანილები.  ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც mpress.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხდეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

Comments
Loading...