წვიმიანი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება

საქართველოს მასშტაბით 21 მაისს  წვიმიანი ამინდი ნარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც წვიმაა ნავარაუდევი, ზოგან კი ელ-ჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 11-16 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში – 14-22 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება თბილისს, შაბათ-კვირას დედაქალაქშიც წვიმებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპარატურა 22 გრადუსამდე დათბება.

Comments
Loading...