“წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება”

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

 დავით სერგეენკოს თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

“გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გეოგრაფიულ ლოკაციებზე, ამ წუთის მდგომარეობით, შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს, მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომელთა საშუალებითაც, უკვე დღეს საღამოდან, წითელას აცრას ყველასთვის აბსოლუტურად მისაწვდომს გავხდით”, – განაცხადა სერგეენკომ.

Comments
Loading...