ავღანეთში წინასაარჩევნო კამპანიისას მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა
აღმოსავლეთ ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, კამას დასახლებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის კანდიდატი ამომრჩეველს ხვდებოდა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
დაიღუპა 7 და დაშავდა 25 ადამიანი. წინასაარჩევნო კამპანიას პოლიტიკოსი აბდულ ნასირ მოჰმანდი მართავდა.
ავღანეთში 20 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბოლოდროინდელ აფეთქებებს უკვე 5 კანდიდატი ემსხვერპლა.
თალიბებმა და ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფომ პირობა დადო, რომ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაშლიან, რასაც დესტაბილიზაციით ცდილობენ.