8წლის ბავშვის ბურუსით მოცული გარდაცვალება წნორში – ბავშვს, სავარაუდოდ, პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეუღლე დაეჯახა, რომელიც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

8 წლის ბავშვის ბურუსით მოცული გარდაცვალების ამბავი და კიდევ ერთი საქმე რომლის ობიექტური გამოძიების იმედი ოჯახს არ აქვს. გიორგი ყანდაშვილი ორი კვირის წინ გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს სანიაღვრე არხში ნახეს. შემთხვევა წნორში მოხდა.

პოლიცია ოჯახს დღემდე არწმუნებს, რომ 8 წლის ბავშვი პატარა არხში ჩავარდა და დაიხჩო. თუმცა ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს შემთხვევის ადგილთან ახლოს დამონტაჟებული კამერის გადაღებული კადრები და თვითმხილველების მონაყოლი. არის ვერსია, რომ ბავშვს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეუღლე დაეჯახა, რომელიც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ახლა მთელი სისტემა ცდილობს, საქმიდან ქალის მონაწილეობის მტკიცებულებები გააქროს.

ავარია თუ არხში დახრჩობა | 8 წლის ბავშვის ბურუსით მოცული გარდაცვალება წნორში და საქმის ფიგურანტი მაღალჩინოსნის ცოლი (mtavari.tv)

Comments
Loading...