“წლის მოხუცის” პრემიაზე დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უარი განაცხადა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ უარი განაცხადა პრემიაზე “წლის მოხუცი”, რომელსაც ჟურნალი The Oldie გადასწემს.

პრემიის თავმჯდომარის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ “დედოფალი ამ ჯილდოსთვის თავს ახალგაზრდად გრძნობს”.

აპრილში მონარქს 95 წელი შეუსრულდა.

ორგანიზატორებმა ელისაბედ II-სთვის პრემიის გადაცემა პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაწყვიტეს. გარდა ამისა, 2022 წლის ივნისში დედოფლის ინტრონიზაციის 70-ე იუბილე აღინიშნება.

“დედოფალის იმედი აქვს, რომ ამ პრემიის უფრო ღირსეულ მიმღებს იპოვით”, – განუცხადეს მონარქის წარმომადგენლებმა საორგანიზაციო კომიტეტს.

პრემიას “წლის მოხუცი” ჟურნალი 29 წლის განმავლობაში გადასცემს მათ, ვინც “საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა”.

Comments
Loading...