წულუკიანი კახიძეს: თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები, სანამ მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა (ვიდეო)

თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები, სანამ მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა,- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ოთარ კახიძეს პარლამენტში.

“მე ვალი მაქვს თორემ, თქვენ არასერიოზულ კითხვებს ნამდვილას არ ვუპასუხებ… ჩემი ვალია თქვენ კითხვებს ვუპასუხო, ეს არის ჩვემი ვალი, არასერიოზული ადამიანის არასერიოზულ კითხვებს, რომელსაც დეპუტატის ჰქვია ვუპასუხო…

მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები, სანამ მაქვს ის სული რაც ღმერთმა მომცა…  ამიერიდან, ბევრ სისულელეზე არ ვაპირებ დრო ვხარჯო, იქნებ გაიგოთ დღეიდან…”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

Comments
Loading...