წუხელ თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

წუხელ თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ ინფორმაცია 1tv-მ ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.
„ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და ლოგინსაც აქვს მორტყმული. ყველანი დავეყარეთ იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულო პოლიციაც“, – აცხადებდა  პაციენტი. მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა წინა კორპუსიდან განხორციელდა. 
 
როგორც “ფოსტალიონს” შსს-ში განუცხადეს, უწყებამ ინფექციურ საავადმყოფოში მომხდარ დანაშულზე გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე ფაქტზე გამოძიება 187- მუხლით არის დაწყებული (ნივთის დაზიანება ან განადგურება). დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნის შემდეგაც კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი. ამ დროისთვის დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.
წყარო:postalioni.com
Comments
Loading...