წყალტუბოში ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის ახალგაზრდის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

წყალტუბოში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის 18 წლის აპოლონ ფანცხავას დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა მამაკაცი კოლხეთის ქუჩაზე, ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც ცნობილია, 18 წლის ახალგაზრდა სახლში მარტო ცხოვრობდა. ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილის მამა საზღვარგარეთ ცხოვრობს და დედა პერიოდულობით დადიოდა საზღვარგარეთ. უბედური შემთხვევის დროს კი ახალგაზრდა მამაკაცის დედა თურქეთში იმყოფებოდა.

მომხდარის შემდეგ ეძებდნენ გარდაცვლილი ახალგაზრდის დედას, თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა.

“დედა ქუთაისელი იყო და წყალტუბოში იყო გათხოვილი. თურქეთში იყო მისი შვილი რომ დაიღუპა. შვილის გარდაცვალება რომ გაიგო, თვითონაც გაუჩინარდა. კორპუსების სახურავებზე ეძებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ბუხაიძეზე, კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და დაიღუპა. უნიჭიერესი შვილი ჰყავდა და მისი მომავლისთვის იყო წასული, რომ ხელი შეეწყო. გაჭირვების გამო, ხალხი გარბის ქვეყნიდან. ჩვენი ხელისუფლება კიდევ იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა,”-განაცხადეს topnews.com.ge-სთან საუბარში.

www.topnews.com.ge

Comments
Loading...