წყალტუბოში 17 წლის მოზარდმა 16 წლის თანატოლი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონისსოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულ-მკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზემიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით), რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

Comments
Loading...