“ჭალაში წაუყვანიათ და უწამებიათ, დაგლეჯილი ქონია ყველაფერი ” – საზარელი მკვლელობა ლანჩხუთში

გუშინ მკვლელობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი “გურია ნიუსთნ” საუბრის დროს ამბობს, 46 წლის ზ.წ. ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა (პირებმა) სასტიკად აწამეს.

“არავინ არაფერი ვიცით, რა მოხდა. ჭალაში წაუყვანიათ და უწამებიათ, დაგლეჯილი ქონია ყველაფერი. სიკვდილის პირას მიუყვანიათ და მიუტოვებიათ. ერთი კი უვაჟკაცია დაჭრილს. დაურეკავს, სადაც იყო. იქ მისულებს უგონო მდგომარეობაში დახვედრიათ.

ჩოხატაურში, კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს, ცოცხალ-მკვდარი და სულ დაგლეჯილი ყოფილა. ბევრი უწვალიათ ექიმებსაც, დიდხანს კეთდებოდა რეანიმაცია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, _ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბრისას.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით.

“გურია ნიუსი”

Comments
Loading...