ჭარბწონიანმა ქალმა შეყვარებული მუცლით გაგუდა

ტომასის სასამართლო მოსმენა პენსილვანიის შტატის სასამართლოში გაიმართა. 44 წლის ქალმა, რომელიც 133 კილოგრამს იწონის, შეყვარებულ კენო ბატლერს ეჩხუბა. ქალმა გალახა ბატლერი და როდესაც ის ძირს იწვა, მუცლით გაგუდა.

ადვოკატი ირწმუნება, რომ ვინდი ტომასმა მკვლელობა გაუცნობიერებლად ჩაიდინა. მისი თქმით, ქალმა გონება დაკარგა და კაცს შემთხვევით დაეცა.

ვინდი ტომას 18-დან 36 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

imedinews.ge

Comments
Loading...