ჭიჭინაძე: კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი ალბათ ამ პარლამენტში ყველაზე დიდი ბოროტებაა

“კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი, ეს არის ალბათ ამ პარლამენტში ყველაზე დიდი ბოროტება, როგორ მოხვდნენ და რატომ მოხვდნენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია”,-ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა დავით ჭიჭინაძემ “კურიერთან” მართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გუნდზე ლაპარაკობს, ის ალბათ, ფრინველების გუნდს გულისხმობს.

„კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი, ეს არის ალბათ ამ პარლამენტში ყველაზე დიდი ბოროტება, როგორ მოხვდნენ და რატომ მოხვდნენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

როდესაც ეს ადამიანები სიტყვა გუნდს ახსენებს, მათ წარმოუდგენიათ გუნდი ალბათ ფრინველთა. ადამიანების გუნდს არ განეკუთვნებიან,არ იციან რომ პოლიტიკა ეს არ არის თანამდებობები, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხს კი ისინი სცილდებიან“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

Comments
Loading...