ჭიჭინაძე: საპროტესტო აქციები კი არა, ეს იქნება ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა!

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

„პოლიტიკამ დღეს პარლამენტი დატოვა და ის გადაინაცვლებს ქუჩაში.

საპროტესტო აქციები კი არა, ეს იქნება ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა!

ამიტომ ამნიშვნელობა აღარ აქვს ვინ გადადგება.

აქ ჩვენ, საზოგადოებამ, ხალხმა უნდა დავიბრუნოთ ღირსება იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს ერთხელ და სამუდამოდ ვასწავლოთ ჭკუა, რომ მათ დაპირების შესრულება ისწავლონ.

რადგან მოტყუება, ფლიდობა, სიცრუე გახდა პოლიტიკოსების სახე ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება ე.წ. „ამბოხებულ“ მჟორიტარებს, მათ სიას რომ გადახედავ, ესენი არა თუ ბიძინა ივანიშვილს თავისი რაიონის სუს-ის ხელმძღვანელობასაც კი ვერ უწევენ წინააღმდეგობას… ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს აბსოლუტური ლუსტრაცია მოახდინა მთელი თავისი ლიდერებით და რადგან კვლავაც ცდილობენ სპექტაკლის გაგრძელებას, ამიტომ „ქართული ოცნება“ საერთოდ უნდა გაქრეს როგორც საარჩევნო სუბიექტი.

ამის ერთადერთი საშუალება კი ის არის, რომ იგივე გზით გავაგრძელოთ მოძრაობა, თავის დროზე როგორც „მოქალაქეთა კავშირს“ მოვექეცით,” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

Comments
Loading...