ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარია

ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში ხანძარია.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი და იმყოფებოდა თუ არა ვინმე შენობაში, ამ დროისთვის უცნობია.

 

Comments
Loading...