ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობა მოქმედი არ იყო.

ადგილზე რვა სახანძრო მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.
წყარო: 1tv.ge

Comments
Loading...