ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად მეუფე გრიგოლი დაინიშნა

წალკელი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი(კაცია) ჭღონდიდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. გადაწყვეტილება სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ (ფაჩუაშვილმა) ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღეს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ საქართველოს ეკლესიაში “პიდარასტებისა” და მამათმავლების მხილებაა”.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვის გულისხმობდა ის, მეუფე პეტრემ განაცხადა: “სინოდს ჰყავს მდივანი”.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ასევე დაადასტურა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

Comments
Loading...