ხანძარი ბათუმში – დამწვარია მაღაზიები

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტზე ხანძარს ორ საათზე მეტხანს აქრობდნენ.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის უცნობია დამწვარი ობიექტების ზუსტი ოდენობა. ცეცხლი ერთამნეთის მიმდებარედ მდგარ მაღაზიებზე სწრაფად გავრცელდა.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც. ჯანმრთელობის პრობლემა მაღაზიების მეპატრონეებს ნერვიულობის ნიადაგზე შეექმნათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი. მოსახლეობა გადარჩენილი ნივთების ობიექტიდან გამოზიდვას ცდილობს.

 

 

Comments
Loading...