ხანძარი რუსთავში – არის მსხვერპლი

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ქალმა ფიცრულის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზევე დაიღუპა.

ფიცრულში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გამათბობლისგან გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

“ინფო რუსთავი”

Comments
Loading...