ხანძარი საგურამო-ზედაზენის გზაზე – ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზე, ბუჩქნარსა და ბალახს უკიდია
საგურამო-ზედაზენის გზაზე ხანძარია. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წყალსაცავის ტერიტრიაზე ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზე ბუჩქნარსა და ბალახს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას 4 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.
მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლს ადგილორივებიც ებრძვიან. მათ თქმით, ცეცხლის გავრცელებას ხელი ქარმა შეუწყო.