ხანძარი ხაშურში – ცეცხლი ტყის მასივს უკიდია

 

ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  ადგილზე იმყოფება 100 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.

ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით
ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Comments
Loading...