ხანძარი ხობში – დაშავებულია შვიდი ადამიანი

7 ადამიანი დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, რამდნემიმე საათის წინ, ერთ–ერთ საცოვრებელ სახლში გაჩნდა.

დაშავებულები ხობისა და ზუგდიდის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“).

Comments
Loading...