ხარაგაულში, საქასრიის ტყე იწვის

ხარაგაულში,  საქასრიის ტყეში   ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი

ადგილზე  5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

უწყების ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

Comments
Loading...