ხატია ბუნიათიშვილმა ენიო მორიკონეს პატივსაცემად Deborah’s Theme ჩაწერა

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს გარდაცვალებას ეხმიანება და მაესტროს პატივსაცემად, მისი ერთ-ერთი კომპოზიციის ჩანაწერს ავრცელებს.

Deborah’s Theme სერჯო ლეონეს ფილმის, “ერთხელ ამერიკაში”, ერთ-ერთი საუნდტრეკია.

“ენიო მორიკონე. მოგონებები ბავშვობისა და ახალგაზრდობის ოცნებათა ნანგრევებზე.

ეს სინგლი ჩემი მომავალი ალბომიდან, Labyrinth-დან არის. მისი გამოქვეყნება იმაზე ადრე მომიწია, ვიდრე ვგეგმავდი. არ შემიძლია ვიფიქრო სიკვდილზე, როდესაც მის მუსიკას ვუსმენ. მისი მელოდია მხოლოდ უკვდავების ეფემერულ გრძნობებს მგვრის, რომელსაც თან ახლავს ბედნიერების, სიყვარულისა და მადლიერების ცრემლები. მადლობა, ენიო მორიკონე”, — წერს ბუნიათიშვილი.

ქართველი პიანისტის მიერ შესრულებული Deborah’s Theme შეგიძლიათ Spotify-ზე მოისმინოთ, ის განთავსებულია Apple Music-სა და სხვა პლატფორმებზე.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...